|
2021-03-09 21:55:18, 565 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია პროკურატურაზე - აქცენტი გააკეთეს, რომ ამ ხალხს არ ერჩიან
„ბუნებრივია, აქ აქცენტი გააკეთეს, რომ ამ ხალხს არ ერჩიან“, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ შეთქმულების თეორიები აქვთ მოღალატეებზე, საკუთარ რიგებში. „აქცენტი გააკეთეს, რომ ამ ხალხს არ ერჩიან. ისედაც ვიცოდით, მაგრამ უტიფრობის შემდეგი ხარისხია, როდესაც იმ ტიპის ავტორიტარულ მონარქიულ წარმოდგენებში მიდის ეს ყველაფერი, რომ დაკითხვა ვერც უნდა შეჰკადრო. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმის, სად ვართ, როგორც ქვეყანა. იტყვიან - გამოძიება დაწყებულიაო, ოღონდ, თავისი მომხრეებისთვის ექნებათ - არა, ბერა ივანიშვილს, ბიძინას ან ჩუბინიძეს კი არ ვიძიებთ, ვიძიებთ, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, რომ გაჟონაო. მე მედიიდან ვიცი, რომ შეთქმულების თეორიები აქვთ მოღალატეებზე საკუთარ რიგებში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)