|
2021-03-09 19:42:42, 1502 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი - ამერიკელები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ „ქართული ოცნების“ პოზიციას
რუსეთის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის ჩართულობის შესახებ განცხადება გააკეთა. განცხადებას ფედერალური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მიხეილ სააკაშვილის დროიდან მიეჩვია მართოს საქართველოს პოლიტიკური პროცესები „ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან აშშ მიეჩვია, „ხელჩართულ რეჟიმში“ მართოს საქართველოში პოლიტიკური პროცესები, უკარნახოს, როგორ იმუშაოს ხელისუფლებამ და რა ხაზი გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით. ბოლო დროს ვაშინგტონში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მოქმედებების გამო უკმაყოფილება იზრდება, ქართული ოცნება თავს არიდებს უპირობოდ ამერიკული მოთხოვნების შესრულებას. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან, რომ "მეოცნებეები" სრულიად არ ასრულებენ მითითებას - უპირობოდ მიჰყვნენ ევროინტეგრაციის კურსს. საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, დაიწყონ სისტემურად მუშაობა ოპოზიციის მხარდასაჭერად და ამავდროულად ძირი გამოუთხარონ „ქართული ოცნების“ პოზიციას. ევროპელ პარტნიორებს აშშ განაწყობს „ქართული ოპოზიციის“ მხარდასაჭერად. ვაშინგტონში გასაგებს ხდის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თბილისთან მიმართებაში თეთრი სახის შემდგომი დამოკიდებულება განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის მზაობით, ზუსტად მიჰყვეს ამერიკულ მითითებებს. საქართველოს მაგალითი ხატოვნად აჩვენებს, რომ კერძო ნაციონალისტური ელიტების მისწრაფებებს, მიიღონ ვაშინგტონის მფარველობა თავისი მიმდინარე ამოცანების გადასაჭრელად, სწრაფად მივყავართ დე-ფაქტო სუვერენიტეტის და როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის დამოუკიდებლად გატარების შესაძლებლობის დაკარგვასთან“, - ვკითხულობთ განცხადებით.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)