|
2021-03-09 15:49:54, 749 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორს ხეობა გადაეცა - ეს ასე ნამდვილად არ არის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ინვესტორი კომპანიისთვის გადაცემული მიწის თემაზე. „მიწასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვებია - მე კატეგორიულად ვემიჯნები და არ ვეთანხმები, თითქოს ინვესტორს ხეობა გადაეცა, რადგან ეს ასე ნამდვილად არ არის", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას განმარტებით, საუბარია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უშუალოდ პროექტისთვის სჭირდება კომპანიას. ამასთან, მისი თქმით, კომპანიას არანაირი სურვილი არ აქვს, ზედმეტი ქონების გადასახადი იხადოს. თუმცა, ამ საკითხის მეტი სიცხადისთვის ეკონომიკის მინისტრი სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. „დარწმუნებულები ვართ, რომ სწორად მოხდა ამის გადაცემა, მაგრამ შეიძლება შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს მონაწილეობას და ჩვენ გავხსნით ამას, თუ რა არის, მომავალში რა იქნება და როგორ კავშირშია ეს მუშა ნახაზებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან. აქ დასამალი არაფერია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)