|
2021-03-09 13:43:34, 688 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: თუ ვინმე იზიარებს ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს
თუ ვინმე იზიარებს ორ დისკურსს - ანტიჰესების კამპანიას და ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას, მაშინ ჩვენ სასაუბრო არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის" პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მისი თქმით, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს" ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელია. „რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესის" პროექტის განხილვა მიმდინარეობს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც კრიტიკულ აზრს გამოთქვამს პროექტთან დაკავშირებით, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება ამ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი. „გთხოვთ კონკრეტულად დააფიქსიროთ - იზიარებთ თუ ემიჯნებით და თუ ემიჯნებით, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კამათიც და შეთანხმებაც ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)