00:32 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 11:36:22, 537 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონს გზავნის.

როგორც ევროპული საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ,  დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესში მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან, რათა საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა დაიძლიოს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უახლოეს დღეებში კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვა, რათა პროცესში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგში მონაწილეობა მიიღოს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics