|
2021-03-08 19:12:32, 722 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - როდესაც მოვა ამის დრო, ყველაფერს გაიგებთ, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას
მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში გაიგებთ, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. „ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებ. მე არასდროს არ გადამიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხიმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტებს ვახორციელებ. შესაბამისად, გადაწყვეტილება, როგორიც იქნება მიღებული, აუცილებლად გეცნობებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)