|
2021-03-08 14:36:23, 553 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მოლაპარაკებების მაგიდასთან ყველა ვარიანტში დავსხდებით და ვფიქრობ, მივაღწევთ გარკვეულ შეთანხმებას
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდოარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები ამ დღეების განმავლობაში გაიმართება. მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და წავლენ გარკვეულ კომპრომისებზე. „შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ითავა მედიაცია მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით, რაც უნდა ფალსიფიცირებული, 2010-2011 წლის კუდის მიერ მოპოვებული, შემდეგ დამონტაჟებული, ამოჭრილი ფრაზებით და სიტყვებით შეკოწიწებული ჩანაწერი ამოაგდონ, თუ ეს გამოიყენონ საბაბად იმისთვის, რომ გავიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთნ, ყველა ვარიანტში მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით ამ დღეების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მაინც მივაღწევთ გარკვეულ შეთანხმებას, იმიტომ რომ მაგიდასთან როდესაც სხდებიან მხარეები, უწევთ კომპრომისული წინადადების წარმოდგენა, ამას მხოლოდ ოპოზიციაზე არ ვამბობ, ჩვენზეც ვსაუბრობ, რადგან არა ერთი წინადადება მივიტანეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)