|
2021-03-08 12:34:06, 598 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმისთვის ვითარება შეიცვალა, ადამიანებმა ყველაფერი „შემზარავად ხატოვან“ დეტალებში დაინახეს
„ვითარება შეიცვალა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რადგან ადამიანების დიდმა რაოდენობამ „შემზარავად ხატოვან“ დეტალებში დაინახა, რამდენად საშიშია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ადამიანები საჯაროდ ყვებიან საკუთარ გამოცდილებას, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ ეს დემოკრატიული ოპოზიციის პრობლემა არ არის. „ვითარება შეიცვალა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რადგან ადამიანების უფრო დიდმა რაოდენობამ დაინახა უფრო მეტ „შემზარავად ხატოვან“ დეტალებში, თუ რამდენად საშიშია ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ის ზვავი, რაც ახლა გრძელდება და ადამიანები საჯაროდ ყვებიან საკუთარ გამოცდილებას ყოველგვარი ჩანაწერების გარეშე, არის იმის მტკიცებულება, რომ ეს არ არის დემოკრატიული ოპოზიციის პრობლემა და მათი შეხედულება, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მშვიდობიანად, სასურველია არჩევნების გზით. ეს ხდება კიდევ უფრო ფართო რწმენისა და კონსენსუსის საგანი საზოგადოებაში სწორედ იმიტომ, რომ საშიშები არიან ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება საკითხის დაყენებას, ვის დაველაპარაკებით მათი წასვლის ისეთ ფორმაზე, რომელიც არის ნაკლები ზიანის და რისკის მქონე ქვეყნის ინტერესში, ეს ნაკლები რისკით წასვლა არის არჩევნებით წასვლა და ამომრჩევლების ნებასთან შეგუება. აქ მე არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)