|
2021-03-08 10:52:49, 1769 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 278 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 77 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 278 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 77 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 163, იმერეთში - 275. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 110, აჭარაში - 26, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 3, იმერეთში - 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 - თბილისში, 24 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 257 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 19. სულ 6 ოქტომბრიდან - 7 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 560 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 535 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 245 პირი, აჭარაში - 505, იმერეთში - 738", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)