01:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 17:44:54, 925 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ იემენის დედაქალაქზე ავიაიერიშები მიიტანა

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ იემენის დედაქალაქზე ავიაიერიშები მიიტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას, „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია იუწყება, ქვეყნის დედაქალაქ სანაში კოალიციის სამხედრო ავიაციამ შვიდი საჰაერო რეიდი განახორციელა.

მანამდე საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან დაკავშირებულმა შიიტმა ჰუსიტებმა ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს, რომელთა მიზანი სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა იყო.

საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საფრენი აპარატები გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ ომს 2015 წლიდან აწარმოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics