01:53 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 17:32:12, 596 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ხვალიდან სარესტორნო ბიზნესი შიდა სივრცეებშიც გაიხსნება

საქართველოში ხვალიდან  სარესტორნო ბიზნესი შიდა სივრცეებშიც გაიხსნება, თუმცა ცოცხალი მუსიკის შესრულება ისევ შეზღუდვად რჩება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

8 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

მათ შორის იხსნება: სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა; არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics