|
2021-03-07 16:13:18, 717 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი ღარიბაშვილზე - დღესვე გადადგეს, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი
პარტია „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების გამო დღესვე უნდა გადადგეს. მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებზე, თუმცა ღარიბაშვილთან ერთად ამაზე საუბარი არ იქნება. „კომპრომისებზე, რომ ოპოზიცია მზად არის იქედანაც ჩანს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯექით, თუმცა ამას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობა დასჭირდა, რადგან ხელისუფლებას ოპოზიციასთან სასაუბროდ მორალური რესურსი არ დარჩა. ის ფაქტი, რომ რამდენიმე ხანში კვანძი გაიხსნება და ოპოზიცია მათ ჭკუაზე ივლის ისეთივე თავის მოტყუებაა, როგორც ის რომ ეს ჩანაწერი 2010 წელსაა გაკეთებული. დღესვე გადადგეს რა მოლაპარაკებებზეა საუბარი, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ არ წავიდა მაგ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ, ტერორისტებს ელაპარაკებიან იმ შემთხვევაში, როდესაც მათ მძევლები ჰყავთ აყვანილი, მათი მძევლები ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილებია. მათ უნდა ვუთხრათ, რომ დროზე წადი და დროზე დანიშნე ახალი არჩევნები. მეტი რავქნა“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)