01:52 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 12:40:10, 477 ნახვა

საზოგადოება
7 და 8 მარტს საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა

7 და 8 მარტს საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა.

ამის შესახებ საგანგებო განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„7 მარტს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების  ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და  მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics