|
2015-01-30 16:42:05, 1913 ნახვა
სამართალი
სამართალდამცავებმა თურქეთის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015 წლის 6 იანვრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰაკან ჯაკირი დააკავეს. უწყების ცნობით, ჰაკან ჯაკირს ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 148/1, 53/1-a, 53/1-c, 53/2, 53/1-b, 63, 53/1-d, 53/1-e, 53/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც ძარცვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ჰაკან ჯაკირმა 2001 წლის 21 ივლისს თურქეთში საქართველოს მოქალაქეს ძალადობის გამოყენებით ხელჩანთა წაართვა და ფული გამოსძალა. აღნიშნული დანაშაულისთვის ჰაკან ჯაკირი თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს, საიდანაც 2014 წლის 25 ივლისს გაქცევა მოახერხა.
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)