|
2021-03-06 15:01:19, 4546 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო-ს ინფორმაციით, მომდევნო კვირაში ვაქცინის 14.4 მილიონ დოზას კიდევ 31 ქვეყანა მიიღებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, მიმდინარე კვირაში „კოვაქსისთვის“ შეკვეთილი ვაქცინები 20 ქვეყანაში ჩაიტანეს. მისი თქმით, ქვეყნებმა ვაქცინის 20 მლნ დოზა მიიღეს. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო კვირაში ვაქცინის 14.4 მილიონ დოზას კიდევ 31 ქვეყანა მიიღებს. „როგორც მოგეხსენებათ, COVAX– ისთვის ეს იყო საეტაპო კვირა, პირველი ვაქცინაცია დაიწყო განასა და კოტ დ’ივუარში. COVAX– მა ამ ორი ქვეყნის გარდა ახლა ვაქცინები გადასცა ანგოლას, კამბოჯას, კოლუმბიას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, გამბიას, ინდოეთს, კენიას, ლესოთოს, მალავის, მალის, მოლდოვას, ნიგერიას, ფილიპინებს, კორეის რესპუბლიკას, რუანდას, სენეგალს, სუდანსა და უგანდას. საერთო ჯამში, COVAX– მა 20 ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა მიიღო. მომდევნო კვირაში COVAX მიაწვდის 14,4 მილიონ დოზას კიდევ 31 ქვეყანას. ამით ქვეყნების საერთო რიცხვი 51-ს მიაღწევს“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)