01:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-06 11:49:24, 1366 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ყარაბაღის საკითხზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ვესაუბრე. სომხეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მის დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ მივესალმებით ძალისხმევას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განგრძობადი პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად" - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. 

როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-ისა და სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ამასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს სომხეთში დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics