14:28 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 16:49:35, 468 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: მზად ვართ, „ზემო ნამახვანის“ შესწავლაში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა, მათთვის სანდო ექსპერტების დონეზე უზრუნველვყოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ნამახვანი ჰესის" პროექტზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ცაგერში იმყოფებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეიძლება მოხდეს გარკვეული საკითხების გათვალისწინება და კორექტირება, თუ ისინი რეალურ პრობლემებზე იქნება დამყარებული. 

„ეს უნდა იყოს რეალურ საფუძვლებზე  დამყარებული საკითხები და არა, დავუშვათ, იმ არასწორ ინფორმაციაზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს და მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში. ამიტომ დღეს აქაც განვაცხადეთ, რომ მთელი რიგი საკითხები შეიძლება იყოს გათვალისწინებული. ჩვენ პირობა მივეცით, რომ  პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა მათთვის სანდო ექსპერტების მიერ „ზემო ნამახვანის" პროექტირება/შესწავლაში, რადგან „ზემო ნამახვანზე" ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არის, კვლევები ახლა მიმდინარეობს და არის კარგი მომენტი, რომ ჩვენ თუკი რაიმე კომუნიკაციაში დავაკელით „ქვემო ნამახვანის" პროექტს, ახლა ეს პრობლემა სხვაგვარად გადავწყვიტოთ და ამ კვლევებში მაქსიმალურად ჩავრთოთ  დაინტერესებული მოსახლეობა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics