03:09 - 27 Jul, 2026
|
2021-03-04 17:31:16, 649 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პომპეო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკუთარ კანდიდატურას იმ შემთხვევაში დააყენებს, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დონალდ ტრამპი არ იყრის. „ყოველთვის მზად ვიყავი ბრძოლისთვის. ჩვენ დიდი ხანია კონსერვატიული მოძრაობის ნაწილი ვართ და ვზრუნავთ ამერიკაზე. ვაპირებ ამის შენარჩუნებას. არ გამოვრიცხავ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ კანდიდატურას დონალდ ტრამპი არ დააყენებს“, - განაცხადა პომპეომ. ცნობისთვის, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არც დონალდ ტრამპი გამორიცხავს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)