|
2021-03-03 20:35:04, 678 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ბაზარზე შექმნილია დეფიციტი, Pfizer-ი ვერ აწარმოებს იმდენს, რამდენზეც მოთხოვნაა
„ბაზარზე შექმნილია დეფიციტი, Pfizer-ი ვერ აწარმოებს იმდენს, რამდენზეც მოთხოვნაა“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ფორმალური მიზეზებიც, რომელიც ხელშეკრულების პირობებს ეხებოდა. „ბაზარზე შექმნილია დეფიციტი, Pfizer-ი და ნებისმიერი სხვა კომპანია ვერ აწარმოებს იმდენს, რამდენზეც მოთხოვნაა და შესაბამისად, ვერ აწვდის „კოვაქსს“ თუ სხვა ორგანიზაციებს იმ რაოდენობას, რაც დაგეგმილი იყო. ხოლო, ფორმალური მიზეზი ვაქცინის დაგვიანების იყო ის ფაქტი, რომ თითქოს მათ დამატებით მოითხოვეს გარკვეული პირობის შესრულება მიმღები ქვეყნისგან, რომელზეც დადებითი პასუხი არ იყო გაცემული. აქ, რამდენადაც მე ვიცი, ლაპარაკია ფინანსურ გადაზღვევაზე, რომ, თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, თუ იქნება ეკონომიკური ზარალი ამ ვაქცინის შემოტანის და გამოყენების თაობაზე, ამის ანაზღაურება უნდა დაეკისროს არა მწარმოებელს, არამედ მიმღებ ქვეყანას – ეს პუნქტი არ იყო ოფიციალურად გაფორმებული. მე რამდენადაც ვიცი, ეს არ იყო გაფორმებული არა საქართველოს მხრიდან, არამედ თავად კომპანიის მიზეზით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)