|
2021-03-03 16:23:18, 597 ნახვა
საზოგადოება
გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. "გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ: ასაკი - 18-დან 60 წლამდე, სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი. სასურველია გერმანული ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა.კვირაში სამუშაო დრო ხუთი-ექვსი დღე, დღეში რვა-ათი საათი. მინიმალური ხელფასი კი საათში 9,5 ევრო იქნება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა ევალება", - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)