15:18 - 20 Aug, 2026
|
2021-03-03 11:58:54, 1582 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი 2021 წლის ბოლოსთვის 3 მილიარდი დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას გეგმავს
ევროკავშირი გეგმავს, რომ კორონავირუსის ვაქცინების წარმოების მოცულობა წელიწადში 2-3 მილიარდ დოზამდე გაზარდოს, 2021 წლის ბოლოსთვის, - ამის შესახებ მრეწველობის კომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა. Reuters-ის ინფორმაციით, იტალიურ გაზეთთნ ინტერვიუში მრეწველობის კომისარმა მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სწრაფად გაატარონ ვაქცინაციის პოლიტიკა, რადგან „დოზების წარმოების შესაძლებლობა კვირიდან-კვირამდე იზრდება“. მისივე თქმით, ევროკავშირს ამ დროისთვის ვაქცინის, დაახლოებით 43 მილიონი დოზა გადაეცა და აღნიშნა, რომ მარტის ბოლოს მიზნად ისახავენ 95-100 მილიონი დოზის მიღებას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)