|
2021-03-02 13:35:07, 514 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენი მხრიდან დიალოგისთვის სრული მზაობაა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული, ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მედიასთან შეაფასა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო, რაც კარგია, რადგან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. „ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ: დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში ექნება. მისასალმებელი და მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვიჩვენებს, რეალურად ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა. გამოვიდეთ ამ დაპირისპირებიდან და ერთად შევძლოთ ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სასურველია პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა პარტნიორების ჩართულობის გარეშეც შეეძლოთ. „ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ისე უნდა განვავითაროთ ქართული პოლიტიკა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მათი ჩართულობის გარეშე შეეძლოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და გადაწყვეტილებების მიღება. გუშინდელი გადაწყვეტილებით, დიალოგის დაწყება არის აუცილებელი და ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზაობას. საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე, მათგან ბევრს ისედაც ვაკეთებთ და გადაწყვეტილება ისედაც მიღებულია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული მზაობაა ხელისუფლების და როგორც მოვისმინეთ, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რომ დიალოგი დაიწყება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)