16:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 12:15:16, 511 ნახვა

ეკონომიკა
იანვარში სურსათზე ფასები 1.1%-ით, ზეთსა და ცხიმზე 4.9%-ით, ხოლო ხილსა და ყურძენზე 2.6%-ით გაიზარდა

იანვარში სურსათზე ფასები 1.1%-ით, ზეთსა და ცხიმზე 4.9%-ით, ხოლო ხილსა და ყურძენზე 2.6%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.7 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (3.8 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურების (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics