|
2021-03-01 23:54:44, 689 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის შედგეს ვერ მოგვიტანს
„უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის შედგეს ვერ მოგვიტანს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორები ცდილობენ, ქვეყანას თავიდან აარიდონ მოვლენების შესაძლო მძიმე განვითარება. „ჩვენი ევროპელი პარტნიორები ცხადია ყველანაირად ცდილობენ, რომ ქვეყანას თავიდან აარიდონ მოვლენების შესაძლო მძიმე განვითარება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევაში. ჩვენი პოზიცია არის ცნობილი, არსებობს ორი მთავარი - პოლიტიკური პატიმრებისა და არჩევნების თემა. აქ ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის შედგეს ვერ მოგვიტანს. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ გვსურს, რომ მივაღწიოთ შედეგს, ორივე მხარემ შესაბამისად უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება იქნას მიღებული. ეს პოლიტიკური ნება დღეს ამ შეხვედრით, რა თქმა უნდა, დაადასტურეს. პრემიერის პოზიციაზე მე არ გავაკეთებ კომენტარს. მე ვფიქრობ, რომ დღეს მთავარი შედეგი არის ის რომ ჩვენ განვაახლეთ სხვა დონეზე და პოლიტიკური ჩართულობით დიალოგის პროცესი, რა შედეგს მოიტანს ეს , ამას აჩვენებს დრო. ჩვენი მხრიდან ვაფიქსირებთ, რომ ამ პროცესში ვხელმძღვანელობთ ერთადერთი რამით და ეს არის ჩვენი თანამოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)