15:21 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 11:19:22, 512 ნახვა

კომენტარი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინაზე წვდომა

ყველაფერს გავაკეთებთ ჯანმოსთან ერთად, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა გააგრძელებს კორონავირუსის პირობებში საქართველოს ძლიერი სოლიდარობა აჩვენოს.

„კოვიდ 19“-ის პირობებში ევროპამ აჩვენა და ისევ გააგრძელებს, დაანახოს საქართველოს მისი ძლიერი სოლიდარობა. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა. ახლა ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი არის მთავარი დონორი „კოვაქს“ პროგრამის, რისი წყალობითაც იმედი მაქვს, ამ ქვეყანაშიც იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად", - განაცხადა შარლ მიშელმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics