|
2021-02-28 17:21:46, 1384 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ამის შესახებ მოსკოვის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ალექსეი მელნიკოვმა განაცხადა. მისივვე თქმით, ნავალნიმ ჯერ კარანტინი უნდა გაიაროს და სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურები უნდა ჩაუტარდეს. ”დადგენილი კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებულმა კოლინიაში გადაყვანამე კარანტინი უნდა გაიაროს. მას ასევე აუცილებელი სამედიცინო პროცედურები უნდა ჩაუტარდეს და გაესინჯოს ექიმებს”, - აღნიშნა მელნიკოვმა. შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს მოსკოვის სიმიონოვსკის სასამართლომ ივ როშერის საქმეზე ალექსი ნავალნის პირობითი სასჯელი გააუქმა და მას გენერალურ კოლონიაში 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, რუსმა ოპოზიციონერმა გამოსაცდელი ვადის პირობები რამდენჯერმე დაარღვია და ამის გამო მას თავის დროზე ძებნილი სტატუსი მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)