|
2021-02-28 10:42:19, 1362 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრეზიდენტს გენშტაბის უფროსის გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ მიმართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გენშტაბის უფროსის გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ მიმართ. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. როგორც ფაშინიანი აცხადებს, სომხეთის პრეზიდენტის მიერ გენშტაბის უფროსის გადადგომასთან დაკავშირებით უარი არსებული ვითარების მოგვარებას არ ეხმარება. „დადგენილი პროცედურის შესაბამისად, რესპუბლიკის პრეზიდენტს მე კვლავ ვუგზავნი შუამდგომლობას გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმის მოლოდინით, რომ დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მას ხელი მოეწერება. დანარჩენი, როგორც ჩვენ შევთანხმდით გასულ დღეს რესპუბლიკის მოედანზე“, – დაწერა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა. სომხეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე, კონსულტაციები გამართა. „ადვოკატებისა და ექსპერტების მოსაზრებების შეჯამებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროექტი აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)