|
2021-02-27 11:46:19, 1230 ნახვა
მსოფლიო
ჯანმო-ს დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვაქცინების წარმოება უნდა გაზარდოს. მისი თქმით, მსოფლიომ დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა ეს პროგრესი არის მყიფე. „ჩვენ გვჭირდება, რომ დავაჩქაროთ COVID-19-ის ვაქცინების მომარაგება და მიწოდება. ამის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ ზოგიერთი ქვეყანა იმ მწარმოებლებს მიმართავს, რომელთა იმედი COVAX-ს აქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა. როგორც მან აღნიშნა, ვაქცინის წარმოება ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით უნდა გაიზარდოს. „ახლა დროა, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ წარმოება, ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით. თუ ახლა არა, მაშინ როდის?“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)