09:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 15:26:57, 3751 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ IV მექანიზირებული ბრიგადის ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ, IV მექანიზირებული ბრიგადისა და საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს.

საწვრთნელი ბაზის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ჩარლი“ ასეულის მონახულება გახლდათ. აღნიშნული ასეული ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სწავლებას გადის, რის შემდეგაც ის პირველ ასეულს შეუერთდება, როგორც   ნატოს სწრაფი რეაგირების (NRF) ძალების კომპონენტი.  

მინდია ჯანელიძემ ნორიოს საწვრთნელი ბაზაც დაათვალიერა, არსებულ სიტუაციას და სამხედრო  მოსამსახურეთა პირობებს, ასევე, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.  თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრა. მან სწავლების პროცესი და ბაზის ინფრასტრუქტურა დადებითად შეაფასა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics