04:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 11:36:27, 1594 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა

აშშ-ის ავიაციამ აღმოსავლეთ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

„პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ამ საღამოს ადრე აწარმოეს საჰაერო თავდასხმები ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც იყენებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი ჯგუფები აღმოსავლეთ სირიაში”, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, ავიაიერიშები ერაყში ამერიკელ და კოალიციურ პერსონალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე პასუხი იყო.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, იერიში ერაყის საზღვრის მახლობლად ჯამში შვიდ სამიზნეზე მიიტანეს.

არსებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 17 მებრძოლი დაიღუპა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics