|
2021-02-26 09:50:19, 575 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი წელი გავიდა. ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღეისათვის საქართველოში ჯამში კორონავირუსის 269 800 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 263 727-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3475-ს შეადგენს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში „ლოქდაუნი“ და „კომენდატის საათი“ ორჯერ გამოცხადდა. ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა შეიქმნა. გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 218.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა. მათივე ინფორმაციით, ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.1 მილიონ ადამიანს უტარდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში ამ დრომდე არ შემოსულა. ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)