|
2015-10-07 19:03:30, 777 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა „ვენდის“ გლობალურ კონვენციაზე, რომელიც ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გაიმართა და 3000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის, გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარებისათვის, მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდის შექმნისთვის და მათ პროფესიონალურ განვითარებაზე ზრუნვისთვის - Jim Near Legacy Award - Talent & Organizational Excellence - ჯილდო მიიღო. „Jim Near Legacy Award - ყველაზე ღირებული ჯილდოა, რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ გასცემს თავისი პარტნიორებისათვის. ეს არის ჯილდო „ვენდის“ კორპორაციული ფასეულობების საქართველოში დანერგვისთვის. „ვენდის“ კორპორაციული კულტურა ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ კულტურასთან, „ვენდი“ ეს ერთი დიდი ოჯახია, რაც იგრძნობა კომპანიასთან ურთიერთობის პირველივე დღიდან და ჩვენმა დამოკიდებულებამ თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, ჩვენმა ფოკუსირებამ ხარისხზე, „ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა ამ ძალიან დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად აქცია. „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ ეს „ვენდის“ დევიზია და იმან, რომ ჩვენ ვიცავთ „ვენდის“ ხარისხის სტანდარტებს, შევქმენით ფუნქციონალურად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რესტორნები, ვიცავთ „ვენდის“ ბრენდის ღირებულებათა სისტემას და რომ საქართველოში „ვენდი“ იქცა საყვარელ თავშეყრის ადგილად განაპირობა ის, რომ ჩვენ „ვენდის“ სისტემაში ყველაზე ღირებული ჯილდოს მფლობელები გავხდით“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით და ჭავჭავაძის 36ა-ში, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე და ჩქაროსნული მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარეობს. „ვენდის“ პირველი რესტორანი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1969 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა. საქართველოში კი „ვენდის“ მსოფლიოში ყელაზე დიდი რესტორანი ასევე 2015 წლის 15 ნოემბერს თბილისში, დოლიძისა და ბალანჩივაძის ქუჩებს შორის არსებულ სკვერზე გაიხსნება და პრეზენტაციის საზეიმო ცერემონიალს „ვენდის“ როგორც ამერიკის, ისე საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელები დაესწრებიან.
(R)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)