|
2021-02-22 12:19:01, 459 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - ჩვენი პოზიციები ვერასდროს დაახლოვდება, ღმერთმა დამიფაროს დაახლოვდეს
ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს, დაუახლოვდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალის პარლამენტში არ შესვლა, მიზანმიმართული საბოტაჟია სახელმწიფოს წინააღმდეგ. „ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე მინდა მათ მივმართო, ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსესუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დამიფაროს დაუახლოვდეს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია, ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, ხალხს ნაკლებად აინტერესებს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსის რაღაც გარკვეული დეტალები, ის, თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუ ამ ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი. ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მათი რეალური პრობლემების გადაჭრა. ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, შეიძლება ცოტახნით მოატყუო ადამიანები, მაგრამ ძალიან მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, რადგან ამ ყველა სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)