15:46 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 21:28:14, 510 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, დაანონსებული აქცია გადავდოთ

„მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, დაანონსებული აქცია გადავდოთ“, - ამის შესახე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძებ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქციაში მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გავრილოვი ჩამოიყვანა.

„იცით, რომ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია.

იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმისთვის, რომ შეასრულონ მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები, როგორიც იყო სენატიდან, კონგრესიდან და ყველა იმ საერთაშორისო აქტორიდან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია.

იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ დასრულდეს პოლიტიკური დევნა, დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და საქართველოს ყველა მოქალაქემ გამოხატოს არჩევნებზე თავისუფალი ნება”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics