|
2021-02-20 15:33:11, 755 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის პარლამენტარი: გაერთიანდით, სანამ არ არის გვიანი - თქვენ ჩხუბობთ ერთმანეთში, რაც საუკეთესო საჩუქარია პუტინისთვის
გაერთიანდით, სანამ გვიანი არ არის, მერე ქუჩებშიერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ და გვიანი იქნება, - ასე მიმართა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტის პავილიონისმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას. მისი თქმით, საქართველოში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ეჩხუბება, რაც საუკეთესო საჩუქარია ვლადიმერ პუტინისთვის და რუსეთისთვის. მანვე დასძინა, რომ იმედოვნებს, ყველა მხარე მზად იქნება, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისთვის. „ჯერ ყველა მხარეს უნდა შევხვდე, პროცესი არ დამთავრებულა, იმედი მაქვს, რომ ბევრ მეგობარს დაველაპარაკები სხვადასხვა კუთხით და ალბათ ხვალ შევძლებ საბოლოოდ ყველაფრის თქმას. მიმაჩნია, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა. თქვენს პრობლემებს თუ შევადარებთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ყველაფერი მარტივად გამოჩნდება, შესაძლოა ყველაფერი დაკაროთ, ასე რომ ან ლიეტუვის გზით მიდიხართ, ან ბელარუსის გზით, არჩევანი თქვენზეა. თუ ლიეტუვის გზით გინდათ წასვლა გაერთიანდით, სანამ გვიანი არ არის. მერე, როცა ქუჩაში ერთი ქვეყნის ტანკებს დაინახავთ, გვიანი იქნება. პრობლემა ის არის, რომ დღეს რუსეთს ტანკები საერთოდ არ სჭირდება, თქვენ თავად ჩხუბობთ ერთმანეთში და ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც პუტინს აძლევთ. ახლა მთავარია დავიწყოთ ხიდების შენება, ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამისთვის და იმედია, მეორე მხარეც ამისთვის მზად იქნება“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)