08:01 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 10:39:32, 660 ნახვა

ეკონომიკა
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციია პრემიერ-მინისტრს მიმართავს

არაალკოჰოლური  სასმელების  მწარმოებელთა  ასოციაციია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირკალი ღარიბაშვილს მიმართავს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ასოციაციის წევრები მარკირების თემაზე ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას კატეგორიულად გმობენ.

მათი შეფასებით, ნოდარ ხადური ამ სახის კამპანიით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ბატონო პრემიერო, არალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები კატეგორიულად ვგმობთ 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას მარკირების თემაზე. ვფიქრობთ, მინისტრი ამ სახის   კამპანიით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მისი გზავნილი, „მარკირება ხალხის საკეთილდღეოდ“ აბსოლუტურად ცინიკურია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ  ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას. 

ჩვენ მრავალი ათეული წელია ვცდილობთ მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას, მათი კეთილგანწყობის დამსახურებულად მოპოვებას. დაგვერწმუნეთ, სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა გვამოძრავებს როცა ვაპროტესტებთ ელექტრონული მარკირების სერვისისთვის სახელმწიფოს მიერ არაადექვატურად მაღალი საფასურის გადახდას, რაც  დააზარალებს მომხმარებელსაც, ბიზნესსაც, ბიუჯეტსაც. სახელმწიფოს და ბიუჯეტს კი შემოსავლის მოტანის ნაცვლად, მძიმე ტვირად დააწვება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს კვლავ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა  თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა უშუალოდ და ამომწურავად გაგაცნოთ ჩვენი არგუმენტები და წინადადებები ამ საკითხის გარშემო. მიგვაჩნია, რომ ელექტრონული მარკირების ახალი რეგულაცია არც სამართლიანია და არც ეფექტიანი. ამასთან, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პოზიცია ფინანსთა მინისტრმა არ მოისმინა და გადაწყვეტილება ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება თქვენს დაპირებას, რომ მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე რეგულაციებს არ შეცვლიდა და/ან ახალს არ დააწესებდა. შესაბამისად,  დარწმუნებულები ვართ, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ თქვენთან შეხვედრის ფარგლებში არის შესაძლებელი“, - ნათქვამია არაალკოჰოლური  სასმელების  მწარმოებელთა  ასოციაციის მიმართვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics