|
2021-02-19 15:02:10, 505 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ხელისუფლებამ რაც არ უნდა ჩარგოს თავი და უკანალი მოუშვიროს საზოგადოებას, კრიზისი კრიზისად დარჩება
ხელისუფლებამ რაც არ უნდა ჩარგოს თავი და უკანალი მიუშვიროს საზოგადოებას, როგორც სირაქლემამ, კრიზისი კრიზისად დარჩება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა უცვლელია და ითხოვს, რომ დაუბრუნდეს ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდას. „ხელისუფლება ამ კრიზისს უყურებს, როგორც სირაქლემა და სირაქლემა როგორ იყურება, კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ რაც არ უნდა თავი ჩარგოს და უკანალი მოუშვიროს საზოგადოებას, როგორც სირაქლემამ, კრიზისი მაინც კრიზისად დარჩება. ჩვენი გეგმა უცვლელია, ან რა გეგმაზე უნდა ვისაუბროთ, როდესა ვართ ოფისში ყველა შეკრებილი და ვამბობთ ერთ რამეს - ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელოს, გავიდეს ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან, ჩააგდოს საერთაშორისო მოწოდებები და უკვე ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების მიმართ მოწოდებას, რომ არ გამოიყენოს ძალა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, ეს არის ოპოზიციის საერთო მოთხოვნა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)