|
2021-02-19 12:48:57, 520 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, „ქართულ ოცნებას“ ახალი თამარ ჟვანია ეყოლება
„ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ეძებს განტევების ვაცებს, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოძვრეს, თუმცა თამარ ჟვანია ვერანაირად ვერ იქნება განტევების ვაცი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია თამარ ჟვანიას გადადგომა, თუმცა, ამასთან ერთად, საჭიროა საარჩევნო სისტემის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცესკოს ხელმძღვანელად „ქართულ ოცნებას“ ახალი თამარ ჟვანია ეყოლება. „თამარ ჟვანიას აუცილებლად მოუწევს წასვლა. ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ეძებს განტევების ვაცებს რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან რაღაცნაირად გამოძვრეს თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ თამარ ჟვანია ვერანაირად ვერ იქნება განტევების ვაცი. თამარ ჟვანია არის ჩვეულებრივ დამნაშავე, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. ის არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების მთავარი შემსრულებელი, შესაბამისად, თამარ ჟვანია ახლა კი არა 1-ელ ნოემბერს უნდა გადამდგარიყო. ახლა მისი გადადგომა-არგადადგომა რეალურ სურათს ვერ შეცვლის. ის, რომ თამარ ჟვანია უნდა გადადგეს, ასეა, მაგრამ მის გადადგომასთან ერთად თუ არ შეიცვალა მთლიანად საარჩევნო სისტემა და არ განახლდა ცესკო, ახალი თამარ ჟვანია ეყოლება „ქართულ ოცნებას“ რომ დანიშნოს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ, რასაც ცესკოში არ ადასტურებენ.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)