|
2021-02-19 12:16:09, 407 ნახვა
პოლიტიკა
მარტვილის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დატოვა
მარტვილის საკრებულოს წევრმა, ზურაბ ბიგვავავმ წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობა დატოვა. ინფორმაციას ბიგვავა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მინდა გამოვეხმაურო გიორგი გახარიას გადადგომას. ამ რთულ მდგომარეობაში, გიორგიმ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ის გადადგა. ამ გადადგომისკენ მას უბიძგა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ და რეალობამ, რაც შეიქმნა ქართული ოცნების გუნდში. წერტილი!!! მე, ჩემი თანადგომა გამოვხატე 20 ივნისის ღამის შემდგომ გიორგისადმი და დღესაც ხმამაღლა ვიტყვი: გიორგი გახარია არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სულით-ხორცამდე ქართველი კაცი. მან, თავისი ჭკვიანური და დროული ქმედებებით ბევრი ფორს-მაჟორული კრიზისი ააცილა ქვეყანას. სამწუხაროდ, გიორგი გახარიას გადადგომა არის შედეგი 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნების არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც იყო დაფუძნებული “დავით საგანელიძესეულ საკადრო “სამჭედლოზე” და “ნამდვილი, თუ არანამდვილი” პირების ზეობაზე. მე, ვამაყობ გახარიასთან ახლო ურთიერთობით და ის, ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად. ჩემი მხარდაჭერა შენ მეგობარო და ეს შემიძლია გამოვხატო ცოტა რამით: მე, ვტოვებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების უმრავლესობას. მჯერა, რომ ჭეშმარიტი ეროვნული ძალები, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ქართველ ხალხთან ერთად ერის და ქვეყნის გასაერთიანებლად”, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)