|
2021-02-19 09:30:50, 749 ნახვა
მსოფლიო
აშშ COVAX-პლატფორმის მხარდასაჭერად დამატებით 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები COVAX-პლატფორმის მხარდასაჭერად დამატებით ორ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, აღნიშნული თანხის გამოყოფა 2021-2022 წლებში მოხდება. „მთელ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების გაგრძელებასა და ახალი ვარიანტების წარმოშობასთან ერთად, ნათელია, რომ უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ვაქცინაციის რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება. ხვალ „დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე პრეზიდენტი განაცხადებს, რომ ის აპირებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები წარადგენს კონკრეტული ნაბიჯები, რომლის მიზანი მსოფლიოს მოწყვლადი მოსახლეობის დაცვით ამერიკელების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაა. COVID-19-მა გვაჩვენა, რომ მასთან დამოუკიდებლად ბრძოლას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. დღეს პრეზიდენტი ბაიდენი გადამწყვეტ ზომებს იღებს პანდემიისგან არამხოლოდ ამერიკის მოქალაქეების, არამედ მსოფლიოში ყველაზე დაუცველი ქვეყნების მოსახლეობის დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს. აშშ-ის მთავრობამ COVAX-პლატფორმის მხარდასაჭერად 2 მილიარდი დოლარი აქამდეც გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)