|
2021-02-18 11:58:42, 511 ნახვა
საზოგადოება
ტოიოტა "LQ"- ემოციური კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის
მობილობის კამპანიის ფარგლებში „ტოიოტამ“ შექმნა კონცეპტ მოდელი "LQ", რომელიც იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას ავტომობილსა და მძღოლს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად. LQ აღჭურვილია მართვის ავტომატიზირებული შესაძლებლობებით და ინტერაქტიული აგენტით, (Yui) სადაც ჩამონტაჟებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემა, იმისთვის, რომ ისწავლოს მძღოლისგან და გადმოგცეთ პერსონალიზებული მობილობის გამოცდილება. ”წარსულში, მანქანებისადმი ჩვენი სიყვარული გამოწვეული იყო მათი შესაძლებლობებით, რომ წავეყვანეთ შორეულ ადგილებში და განგვეცადა თავგადასავლები,“ განაცხადა LQ დეველოპმენტის ხელმძღვანელმა დაისუკე იდომ. "მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლის ცხოვრების სტილი შევუსაბამოთ მღელვარებისა და ჩართულობის ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვამაყობთ LQ–ით, რადგან გთავაზობთ ავტომობილს, რომელსაც შეუძლია პერსონალიზირებული გამოცდილება შეგძინოთ, დააკმაყოფილოს თითოეული მძღოლის უნიკალური მობილობის მოთხოვნილებები და შექმნას კიდევ უფრო ძლიერი კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის ". როგორც მობილობის კომპანია, ტოიოტა მიიჩნევს, რომ როდესაც ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან, ყველაფერი შესაძლებელია. ეს ხედვა ემყარება იმ გაგებას, რომ მობილობა სცილდება ფიზიკური ტრანსპორტირების ფარგლებს და მოიცავს ადამიანის გადაადგილებისა და ემოციური ჩართულობის საჭიროებას. LQ იცავს ამ ფილოსოფიას ძირეული განვითარების თემის ფარგლებში - "ისწავლე, გაიზარდე, გიყვარდეს". ამ მოდელის ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგია, მიზმად ისახავს შექმნას მობილობის უნიკალური გამოცდილება, რომელიც აყალიბებს ურთიერთობას ავტომობილსა და მძღოლს შორის, ის სწავლობს მძღოლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს და რეაგირებს შესაბამისად.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)