16:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 14:20:24, 515 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ზამთრის საბურავებზე გაორმაგებულ ფასდაკლებას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ზამთრის საბურავებზე გაორმაგებულ ფასდაკლებას სთავაზობს.

მიმდინარე კვირაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია უხვი ნალექი, მათ შორის დედაქალაქშიც, სადაც უკვე მოვიდა თოვლი. ამინდის გაუარესებასთან ერთად გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია, ავტომობილი შესაბამისად მომზადებული და გამართული გვყავდეს.

თეგეტა მოტორსში 21 თებერვლის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს. აღნიშნული თარიღის ჩათვლით მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიძინონ ზამთრის საბურავები, აკუმულატორები, ზეთები და სერვისი გაორმაგებული, 20%-მდე, ფასდაკლებით.

Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს ზამთრის საბურავების შეძენისას დამატებით მიიღებთ უსასრულო გარანტიას, რაც ნიშნავს, რომ საბურავის ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში თეგეტა უსასყიდლოდ აღგიდგენთ ან აგინაზღაურებთ საბურავის ღირებულების 100%-მდე თანხას. ახალი აკუმულატორების შეძენისას, მიმდინარე ფასდაკლებასთან ერთად, დამატებით მიიღებთ შეღავათს ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში.

თუ არ გაქვთ დრო, ეწვიოთ თეგეტას და ისარგებლოთ მოცემული შეთავაზებებით შეგიძლიათ, გამოიძახოთ პერსონალური მენეჯერი, რომელიც თქვენთვის სასურველი ადგილიდან გადაიყვანს თქვენს ავტომობილს სერვისცენტრში, უზრუნველყოფს ყველა საჭირო სერვისის ჩატარებას და დაგიბრუნებთ გამართულს თქვენთვის სასურველ მისამართზე.

მოამზადეთ ავტომობილი ცივი და თოვლიანი ამინდებისთვის, იმგზავრეთ მშვიდად და კომფორტულად თეგეტასთან ერთად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics