|
2021-02-16 12:18:10, 425 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების ავტორებს
"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკის წევრი კახა ოქრიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას. კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ 2 წლის წინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა, თავად, იმ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი იყო და აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. „მსურს, გამოვეხმაურო ე.წ. გავრილოვის დღეებთან დაკავშირებით როგორც ორი წლის წინ განვითარებულ, ისე დღეს მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ლიდერებს და არა ნიკა მელიას. დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების ავტორებს. დარწმუნებული ვარ, ე.წ. გავრილოვის დღეების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უახლოეს მომავალში, ხელისუფლების ცვლილებისთანავე მოხდება. მათ შორის, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს, ვინ მიიღო მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტის შენობაში ამ ფორმით ჩატარებისა და ბატონი გავრილოვის საქართველოში მოწვევის გადაწყვეტილება და რაც მთავარია - რა მიზნით. პირადად მე არ მაქვს კითხვები ბატონ გავრილოვთან, მაგრამ მაქვს მისი მოწვევის ორგანიზატორებთან. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2 წლის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას უკვე მოუხსნა იმუნიტეტი, რასაც მე, როგორც იმ მომენტისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატმა, მხარი არ დავუჭირე! მეტიც, 2019 წლის 20 ივნისის დილას გავავრცელე საგანგებო განცხადება, სადაც ვითხოვდი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით თავიდან აგვერიდებინა 21 ივნისის ღამით და შემდგომ განვითარებული მოვლენები. მე მაშინაც მოვუწოდებდი და დღესაც მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს, მხარი არ დაუჭირონნიკა მელიასთვის იმუნიტეტის ვითომდა კანონიერ მოხსნას! მინდა შევახსენო ყველას, პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას - დიახ, ფაშისტურ გერმანიაში, მაშინდელი გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე მილიონი ებრაელი გაანადგურეს. უკანონო კანონებს ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ!“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)