|
2021-02-13 13:30:32, 660 ნახვა
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტის თანაშემწეებმა უკვე დაიწყეს ოფიციალური მიმოხილვა აშშ-ის სამხედრო ციხის დახურვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, სტატიაში აღნიშნულია, რომ შიდა დისკუსიებში ჩართული ჯო ბაიდენის თანაშემწეები განიხილავენ, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელ ბრძანებას უახლოეს კვირებსა ან თვეებში გამოსცემს. კითხვაზე, დახურა თუ არა ჯო ბაიდენმა გუანტანამოს საზღვაო სადგურში არსებული ციხე, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ნამდვილად არ არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მიზანი. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, უცხოელი ეჭვმიტანილების საცხოვრებელი და ციხესიმაგრე გუანტანამო გახდა. Reuters-ი წერს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი დაბრკოლებების გამო, გუანტანამოს ციხე მოკლე დროში შესაძლოა, ვერ დაიხუროს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)