|
2021-02-12 10:18:47, 1144 ნახვა
მსოფლიო
ტედროს გებრეიესუსი - კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ვუჰანში კორონავირუსის წარმოშობას სწავლობდა, ვიზიტი დაასრულა. როგორც ის აღნიშნავს, კგუფი უახლოეს პერიოდში სრულ დასკვნას დადებს. მისი თქმით, კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ შესწავლას. „როგორც მოგეხსენებათ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა COVID-19 ვირუსის წარმოშობის შესასწავის მიზნით ჩინეთში მოგზაურობა დაასრულა. ეს იყო საერთაშორისო გუნდი, რომელიც ავსტრალიის, დანიის, გერმანიის, იაპონიის, ნიდერლანდების, კატარის, რუსეთის ფედერაციის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ვიეტნამის ექსპერტებისგან შედგებოდა. გუნდში ასევე შედიან WHO, FAO და OIE ექსპერტები. ექსპერტთა ჯგუფი კვლავ მუშაობს საბოლოო დასკვნაზე და ველოდებით როგორც ანგარიშის მიღებას, ასევე სრულ ბრიფინგს. წამოიჭრა რამდენიმე კითხვა იმის თაობაზე, გაუქმდა თუ არა ზოგიერთი ჰიპოთეზა. მინდა განვმარტო, რომ ყველა ჰიპოთეზა რჩება ღია და საჭიროებს შემდგომ შესწავლას“, - განაცხადა გებრეიესუსმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)