16:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 09:48:33, 1060 ნახვა

ეკონომიკა
დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები განახლდა

12 თებერვლიდან ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გათვალისწინებით ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით და პირიქით შიდა ფრენები განახლდა.

რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

„დღეიდან, განვაახლეთ შიდა ფრენები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში თებერვალ-მარტში რეგულარული რეისები მცირე ზომის საჰაერო ხომალდით კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამ ხმის განმავლობაში ფრენები არ შეჩერებულა თბილისი-ბათუმის მიმართულებით. თებერვალ-მარტში რეისები აჭარის მიმართულებითაც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს მოეთხოვებათ როგორც ტერმინალში, ასევე საჰარეო ხომალდზე პირბადის ტარება. ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები, რომელიც აქამდე არასრულწლოვნებზე მოქმედებდა კვლავ ძალაში რჩება“,-ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქვეყნის შიდა აეროპორტებში, საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია საავიაციო გაიდლაინების მიხედვით.

შეგახსენებთ, ავიაბილეთის ღირებულება მესტიის მიმართულებით ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს, ამბროლაურის მიმართულებით - 50 ლარს.  3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის  30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics