|
2021-02-11 10:56:25, 1686 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 456 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 129 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 456 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 129 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 960, აჭარაში - 160, იმერეთში - 448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 47, იმერეთში - 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 7, იმერეთში - 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 100. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 713 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 456 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 380", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)