2021-02-10 18:11:29, 680 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე - სააკაშვილისთვის შენიშვნა ძალიან ადრე იყო მისაცემი
„სააკაშვილისთვის შენიშვნა ძალიან ადრე იყო მისაცემი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები უკვე უკრაინას უქმნის პრობლემას.
„არამარტო ეს მისი წამოძახილი ქმნის პრობლემას და წამოძახილებები.
უკვე უკრაინას უქმნის პრობლემას, თორემ დამერწმუნეთ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშნული ადამიანის მიმართ შეიძლებოდა, არც გამოთქმულიყო შენიშვნა.
ყველამ მაპატიოს, უკრაინელებმა განსაკუთრებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ადრე იყო შენიშვნაც მისაცემი და დიპლომატიური უწყების განცხადებაც გასაკეთებელი იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ხდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,