2021-02-09 23:53:55, 573 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - არჩევნები ჩატარებულია, ვისაც უნდა შემოსვლა კარი ღია დავტოვეთ
„არჩევნები ჩატარებულია, ვისაც უნდა შემოსვლა კარი ღია დავტოვეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის საბოტაჟი განეიტრალებულია.
„არჩევნები ჩატარებულია, ვისაც უნდა შემოსვლა და პარლამენტი, კარი ღია დავტოვეთ და მეორე – საბოტაჟი, რომელიც მათ დაგეგმეს, პრაქტიკულად, განეიტრალებულია.
ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ უარი თქვეს არჩევნების გაყალბების საკითხი შეესწავლათ, ისინი ამბობდნენ, ოცნება იქნება მარტო პარლამენტში, დღეს უკვე აშკარაა, რომ პარლამენტს ჰყავს 150 დეპუტატი, 96 მათგანი უკვე არის პარლამენტში და ორი ოპოზიციური პარტია შესულია პარლამენტში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,