08:39 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 16:11:20, 547 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - გიორგი გახარიას გადაყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული ჭორაობაა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული ჭორაობაა.

მისი თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ემსახურება მიზანს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს ეჭვი, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა.

 „ეს არის სრული სისულელე, მიზანმიმართული ჭორები იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გააჩინონ ეჭვები, რომ თითქოს ქართულ ოცნებაში არის რაღაც შიგნით დაპირისპირება კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ადამიანებს შორის. ეს არის აბსურდი და ძალიან დიდი ტყუილი. სერიოზულად მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. პოლიტსაბჭოს შეიძლება ვიღაც დაესწროს, ვიღაც არ დაესწროს. არის ისეთი საკითხები, რომელზეც არის სრული კონსენსუსი და შესაძლებელია ვიღაც ვერ მოვიდეს, გარკვეული შეხვედრების და გადაუდებელი ღონისძიებების გამო. ამიტომ, აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ იყოს აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics